ჩემპიონთა ლიგა
- ჩემპიონთა ლიგის ისტორია
უეფა (ფრანგ. UEFA - Union Européenne de Football Association, ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირი) — საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს ევროპულ ფეხბურთს და ევროპული ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებს. მისი მოვალეობაა სხვადასხვა საკლუბო და სანაკრებო ტურნირების გამართვა და მათი ორგანიზება.
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა — ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირია, რომელიც ტარდება უეფა-ს მიერ წამყვანი ევროპული საფეხბურთო კლუბების მონაწილეობით 1955 წლიდან. ჩემპიონთა ლიგა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირია ევროპაში.
1955-56 წლებში ჩატარებული უეფას ჩემპიონთა თასი იყო პირველი სეზონი უეფას მიერ ევროპის კლუბებს შორის ორგანიზებული შეჯიბრებისა.
1955-1992 წლებში ტურნირს ეწოდებოდა ევროპის ჩემპიონთა თასი და მასში მონაწილეობას იღებდნენ ევროპის ეროვნული ჩემპიონატების გამარჯვებულები. 1992-1993 წლების სეზონიდან ტურნირმა ახლანდელი სახელწოდება მიიღო. 1990-იან წლებში ფორმატი რამდენჯერმე შეიცვალა: დაემატა საკვალიფიკაციო რაუნდები და ჯგუფური ეტაპი. გარდა ჩემპპიონთა ლიგისა უეფა ასევე ატარებს 3 ტურნირს: უეფა-ს ევროპის ლიგა, უეფა-ს თასების მფლობელთა თასი და საკონტინენტთაშორისო თასი, მაგრამ ყველაზე პრესტიჟულია უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა.
ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მონაწილეობს სულ 32 გუნდი, აქედან 22 გუნდი გათამაშებაში პირდაპირ ერთვება, დანარჩენი 10 კი ოთხი საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგად ირჩევა. გუნდები ნაწილდებიან 8 ჯგუფში სადაც თითოეული გინდი თამაშობს 6 თამაშს, 3 საკუთარ სტადიონზე და 3 მეტოქისაზე, ჯგუფებიდან 2 გამარჯვებული გადის მერვედფინალში სადაც კენჭისყრის შედეგად ირკვევა შემდეგი მეტოქის ვინაობა და 2 თამაშის შემდეგ ირკვევა გამარჯვებულის ვინაობა და მეოთხედფინალში გასული გუნდების მეტოქეები ისევ კენჭისყრით ირკვევა. გუნდები მეოთხედფინალშიც ორ თამაშს თამაშობენ და გადიან ნახევარფინალში, აქაც ანალოგიურად 2 თამაშის, გასვლა-სახლის პრინციპით ირკვევა ფინალისტების ვინაობა, ფინალში კი გამარჯვებული გუნდის ვინაობა 1 თამაშით ირკვევა.
ყოველ წელს გამარჯვებული გუნდის სახელი იტვიფრება ტასზე და თასი გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა 1 წლით. ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 3 გამარჯვების შემთხვევაში ლიგის გათამაშების თასი გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა სამუდამო მფლობელობაში.
წყარო:
ვიდეო:
2. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გუნდები
ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი გამარჯვებული ესპანეთს ჰყავს, ესპანურმა გუნდებმა 12-ჯერ მოახერხეს გამარჯვება. მეორე ადგილს იტალია და ინგლისი ინაწილებენ, ამ ქვეყნის გუნდებმა 11-ჯერ მოახერხეს გამარჯვება. მესამე ადგილზე გერმანიაა 6 გამარჯვებით. სულ 10 ქვეყნის გუნდმა მოახერხა ჩემპიონთა თასის მოპოვება.
ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონია კატალონიის ბარსელონა.
კლუბებს შორის ყველაზე მეტი გამარჯვება მოიპოვა მადრიდის რეალმა რომელმაც 9-ჯერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის თასის მოპოვება. მადრიდულმა კლუბმა პირველივე სეზონში მოახერხა გამარჯვებულის ტიტულის მოპოვება:1955-56,1956-57,1957-58,1958-59,1959-60,1965-66,1997-98,1999-2000,2001-02
შემდეგია მილანის მილანი რომელიც ევროპის ერთ-ერთი ტიტულოვანი გუნდია, მან 7-ჯერ მოახერხა ლიგის თასის დაუფლება:1962-63.1968-69,1988-89,1989-90,1993-94,2002-03,2006-07
ინგლისის ლივერპული რომელიც ევროპის ერთ-ერთი გრანდია და მან 5ჯერ მოახერხა ლიგის მოგება:1976-77.1977-78,1980-81,1983-84,2004-05
მიუნხენის ბაიერნი რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მოგება 4-ჯერ შეძლო:1973-74,1974-75,1975-76,2000-01
კიდევ ერთი ინგლისური გრანდი რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში თავისი კვალი დატოვა არის მანჩესტერ იუნაიტედი რომელმაც ლიგის გამარჯვებლის წოდება 3-ჯერ დაიმსახურა:1967-68,1998-99,2007-08
ამსტერდამის აიაქსი რომელმაც 4ჯერ შეძლო დაუფლებოდა ლიგის თასს:1970-71,1971-72,1972-73,1994-95
და დღეისათვის მოქმედი ჩემპიონი რომელმაც მოახერხა და 3ჯერ მოიგო ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატი:1991-92 2008-09,2010-11