ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი გამარჯვებული ესპანეთს ჰყავს, ესპანურმა გუნდებმა 12-ჯერ მოახერხეს გამარჯვება. მეორე ადგილს იტალია და ინგლისი ინაწილებენ, ამ ქვეყნის გუნდებმა 11-ჯერ მოახერხეს გამარჯვება. მესამე ადგილზე გერმანიაა 6 გამარჯვებით. სულ 10 ქვეყნის გუნდმა მოახერხა ჩემპიონთა თასის მოპოვება.
კლუბებს შორის ყველაზე მეტი გამარჯვება მოიპოვა მადრიდის რეალმა რომელმაც 9-ჯერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის თასის მოპოვება. მადრიდულმა კლუბმა პირველივე სეზონში მოახერხა გამარჯვებულის ტიტულის მოპოვება:1955-56,1956-57,1957-58,1958-59,1959-60,1965-66,1997-98,1999-2000,2001-02
შემდეგია მილანის მილანი რომელიც ევროპის ერთ-ერთი ტიტულოვანი გუნდია, მან 7-ჯერ მოახერხა ლიგის თასის დაუფლება:1962-63.1968-69,1988-89,1989-90,1993-94,2002-03,2006-07
ინგლისის ლივერპული რომელიც ევროპის ერთ-ერთი გრანდია და მან 5ჯერ მოახერხა ლიგის მოგება:1976-77.1977-78,1980-81,1983-84,2004-05
მიუნხენის ბაიერნი რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მოგება 4-ჯერ შეძლო:1973-74,1974-75,1975-76,2000-01
კიდევ ერთი ინგლისური გრანდი რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში თავისი კვალი დატოვა არის მანჩესტერ იუნაიტედი რომელმაც ლიგის გამარჯვებლის წოდება 3-ჯერ დაიმსახურა:1967-68,1998-99,2007-08
ამსტერდამის აიაქსი რომელმაც 4ჯერ შეძლო დაუფლებოდა ლიგის თასს:1970-71,1971-72,1972-73,1994-95
და დღეისათვის მოქმედი ჩემპიონი ბარსელონა რომელმაც მოახერხა და 3ჯერ მოიგო ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატი:1991-92 2008-09,2010-11
No comments:
Post a Comment