ტურნირის წარმოშობა
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა — ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირი, რომელიც ტარდება უეფა-ს მიერ წამყვანი ევროპული საფეხბურთო კლუბების მონაწილეობით 1955 წლიდან[1].
1955-1992 წლებში ტურნირს ეწოდებოდა ევროპის ჩემპიონთა თასი და მასში მონაწილეობას იღებდნენ ევროპის ეროვნული ჩემპიონატების გამარჯვებულები[1]. 1992-1993 წლების სეზონიდან ტურნირმა ახლანდელი სახელწოდება მიიღო. 1990-იან წლებში ფორმატი რამდენჯერმე შეიცვალა: დაემატა საკვალიფიკაციო რაუნდები, ჯგუფური ეტაპი.
ევროპის ჩემპიონთა თასი დაარსდა 1955 წელს საფრანგეთის სპორტული ჟურნალის რედაქტორის ანო გაბრიელი-ს იდეით. იდეა კონტინენტურ საფეხბურთო ტურნირზე ანო-ს იმის შემდეგ ეწვია როგორცკი დაიწერა განცხადება ბრიტანეთის პრესაში, რომ "Wolverhampton Wanderers", გამარჯვებული შემოდგომაზე 1954 წელს, "სპარტაკი" და "ჰონვედი" ყველაზე ძლიერი კლუბია მსოფლიოში. თავის გაზეთში ანო-მ განაცხადა, რომ ძლიერი კლუბის გამოსავლენად უნდა გაიმართოს კონკურსი, და უნდა მოიცავდეს როგორც სახლის ასევე სტუმრად თამაშებს. მეორე დღეს ანომ გამოაქვეყნა ტურნირის პროექტი და იანვარში 1955 წელს გაიმართა პირველი ევროპის თასი.პირველი თასი 1955/56 იყო ტურნირი, სადაც თითოეული რაუნდი თამაშდებოდა ორი მატჩით (სახლში და სტუმრად). 1992 წლამდე გათამაშებაში მონაწილეობას იღებდნენ ქვეყნის ჩემპიონები და ევროპის თასის ბოლო მფლობელები. 1991/92 წლის სეზონიდან ტურნირმა ფორმატი შეიცვალა, და მაშში დაამატეს ჯგუფური ეტაპი, და შემდეგ წელს ტურნირს შეეცვალა სახელწოდება და გახდა ჩემპიონთა ლიგა.1997/98 წლების სეზონში ტურნირში მონაწლეობას იღებენ ასევე მეორე ადგილოსნები ქვეყნის გათამაშებაში. ამჟამად ქვეყნის უმაღლესი თანაფარდობა წარმოდგენილია ჩემპიონთა ლიგის ოთხი კლუბით.
1960 და 2004 წლებს შორის ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი მონაწილეობას იღებდა ამჟამად გაუქმებულ საკონტინენტთაშორისო თასში სამხრეთ ამერიკის ლიბერტადორეს თასის მფლობელის წინააღმდეგ.დღესდღეობით ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მონაწილეობას იღებს კლუბების მსოფლიო ჩემპიონატში, რომელსაც ფიფა ატარებდა.
წყარო
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment