ჩემპიონთა ლიგის ისტორია

უეფა (ფრანგ. UEFA - Union Européenne de Football Association, ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირი) — საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს ევროპულ ფეხბურთს და ევროპული ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებს. მისი მოვალეობაა სხვადასხვა საკლუბო და სანაკრებო ტურნირების გამართვა და მათი ორგანიზება.
 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა — ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირია, რომელიც ტარდება უეფა-ს მიერ წამყვანი ევროპული საფეხბურთო კლუბების მონაწილეობით 1955 წლიდან. ჩემპიონთა ლიგა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირია ევროპაში.  
 1955-56 წლებში ჩატარებული უეფას ჩემპიონთა თასი იყო პირველი სეზონი უეფას მიერ ევროპის კლუბებს შორის ორგანიზებული შეჯიბრებისა.
  1955-1992 წლებში ტურნირს ეწოდებოდა ევროპის ჩემპიონთა თასი და მასში მონაწილეობას იღებდნენ ევროპის ეროვნული ჩემპიონატების გამარჯვებულები. 1992-1993 წლების სეზონიდან ტურნირმა ახლანდელი სახელწოდება მიიღო. 1990-იან წლებში ფორმატი რამდენჯერმე შეიცვალა: დაემატა საკვალიფიკაციო რაუნდები და ჯგუფური ეტაპი. გარდა ჩემპპიონთა ლიგისა უეფა ასევე ატარებს 3 ტურნირს:  უეფა-ს ევროპის ლიგა, უეფა-ს თასების მფლობელთა თასი და საკონტინენტთაშორისო თასი, მაგრამ ყველაზე პრესტიჟულია უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა.
  ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მონაწილეობს სულ 32 გუნდი, აქედან 22 გუნდი გათამაშებაში პირდაპირ ერთვება, დანარჩენი 10 კი ოთხი საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგად ირჩევა. გუნდები ნაწილდებიან 8 ჯგუფში სადაც თითოეული გინდი თამაშობს 6 თამაშს, 3 საკუთარ სტადიონზე და 3 მეტოქისაზე, ჯგუფებიდან 2 გამარჯვებული გადის მერვედფინალში სადაც კენჭისყრის შედეგად ირკვევა შემდეგი მეტოქის ვინაობა და 2 თამაშის შემდეგ ირკვევა გამარჯვებულის ვინაობა და მეოთხედფინალში გასული გუნდების მეტოქეები ისევ კენჭისყრით ირკვევა. გუნდები მეოთხედფინალშიც ორ თამაშს თამაშობენ და გადიან ნახევარფინალში, აქაც ანალოგიურად 2 თამაშის, გასვლა-სახლის პრინციპით  ირკვევა ფინალისტების ვინაობა, ფინალში კი გამარჯვებული გუნდის ვინაობა 1 თამაშით ირკვევა.
  ყოველ წელს გამარჯვებული გუნდის სახელი იტვიფრება ტასზე და თასი გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა 1 წლით. ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 3 გამარჯვების შემთხვევაში ლიგის გათამაშების თასი გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა სამუდამო მფლობელობაში.
 






No comments:

Post a Comment